ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ევროპელი პარტნიორების განწყობა პოზიტიურია და მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები დაუფასდება, რომელიც ქვეყანამ გაატარა

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაფიქსრიდა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში აქტიურად არის ჩართული.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას, საუბრისას მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები იყო, რომელიც ქვეყანას კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში აქვს.

„ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელშესახები შედეგები, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა და მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა ძალიან პოზიტიურია და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები დაუფასდება, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10-12 მაისს, მონაწილეობა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა