სერგეი ლავროვი ტაჯიკეთში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ხვდება

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სამხრეთ კავკასია გადაიქცეს მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და წინსვლის ზონად“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა შეხვედრის დაწყებამდე.

სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია მხარეებს შორის ნდობის ამაღლებით და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სრულფასოვანი პირობების შექმნით.

„ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ იმ გზაზე, რომლის კონტურებიც დასახეს ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა“, - განაცხადა რუსმა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია