აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და ალექსეი რეზნიკოვმა სატელეფონო საუბრის დროს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერში“ ავრცელებს.

„დღეს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან. განვიხილეთ სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოების მცდელობები უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწიონ უკრაინელებს იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საჭირო შესაძლებლობები რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაგრძელებლად,“- წერს ოსტინი.

ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რენდ პოლმა სენატში დაბლოკა კანონპროექტი უკრაინისთვის 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ.

იხილეთ ვიდეო:აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია