გია ვოლსკი - თუკი ჩატარდება შეკრება იმისათვის, რათა ივანიშვილი დავიცვათ კი არა - სიმართლე, სამართლიანობა დავიცვათ, რასაკვირველია, მეც იქ ვიდგები

თუკი ჩატარდება შეკრება იმისათვის, რათა ბიძინა ივანიშვილი დავიცვათ კი არა - სიმართლე, სამართლიანობა დავიცვათ და საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ, რასაკვირველია, მეც იქ ვიდგები და ის ადამიანებიც, რომლებიც პოლიტიკასთან საერთოდ არ არიან დაკავშირებული, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან და მის წინააღმდეგ გალაშქრებაში მონაწილე პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ სუბიექტებთან მართალია, ამიტომ არ ჰგონია, რომ საქართველოში აქციების გამართვის საჭიროება შეიქმნას.

ვოლსკის თქმით, ყოველდღიურად ვხედავთ ივანიშვილის იმიჯის დაზიანებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა “ამის არც საფუძველი და არც რესურსი არ გააჩნიათ“.

“რაც შეეხება მის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხს, ადამიანები სანქციების იმ პროექტებზე დადებას ითხოვენ, რომელიც უკვე განხორციელდა ან ახლა მიმდინარეობს. საზოგადოებას მყარი პოზიცია აქვს, მაგრამ ის, რომ ასეთ შეკრებას ორგანიზება “ქართულმა ოცნებამ“ გაუკეთოს, ამაზე კითხვა არარელევატურია - საზოგადოებას გააჩნია რესურსი იმისა, რომ თუკი დასჭიდება საკუთარი პოზიცია ყოველგვარი პოლიტიკური მონაწილეობის გარეშე გამოხატოს.

რეალურად ეს არჩევნების დროს ხდება. არ მგონია, რომ არჩევნების გარეთ ასეთი ღონისძიება ან ასეთი მარში გახდეს საჭირო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო