ირაკლი ღარიბაშვილი - დაირაზმა ხალხი, 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს უკრაინაში - ხალხო, ეს დააფასეთ და გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი!

დაირაზმა ხალხი, მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა, მთელი რეგიონები და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს უკრაინაში, უკრაინელებისთვის - ხალხო ეს დააფასეთ და გაიგეთ და დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველო მაქსიმალურად ეხმარება.

„საქართველო 191 ქვეყანას შორის არის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ტვირთი გააგზავნა უკრაინელი ხალხისთვის. ყველა იმ დევნილს, ლტოლვილს უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და ცხოვრობს აქ - ჩვენ რაც შეგვიძლია ვუკეთებთ მაქსიმუმს, დაწყებული ჯანდაცვით და განათლებით. მე შეგახსენებთ, რომ თავად მოვინახულე უკრაინელი ბავშვების უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმშიც აპირებს, რომ გახსნას. ჩვენ მეგობრებო, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით - ეს არის მაქსიმუმი. ეს არის ჩვეულებრივი მავნებლური პროვოკაციული შეკითხვები და მე გთხოვთ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე იფიქროთ და ეს თქვენი პარტიული ინტერესები, საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას. დაირაზმა მთელი ხალხი, მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა, მთელი რეგიონები და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს უკრაინაში, უკრაინელებისთვის - ხალხო ეს დააფასეთ და გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი!“- განაცხადა პრემიერმა.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს