ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი - 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა ჩვენი ქვეყნისთვის

ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში, თავისი ქონება, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში, თქვენთვის, ქვეყნისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს ის, შესაძლოა თუ არა, დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს თავდასხმა მოუწყოს, ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ივანიშვილის ადვოკატმა უკვე გასცა.

„ძალიან მარტივად გეტყვით, მე ეს ინფორმაციები მოვისმინე, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა გადარიცხვებთან და სხვა აქტივობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე, მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი არის ცნობილი. თუ დამატებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ და როგორც მოვისმინეთ, პრესკონფერენციებიც შეიძლება გაიმართოს, თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა დამატებით ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და ადვოკატების მხრიდან გაჟღერდა, რომელიც ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა და ა.შ. მე ამ თემებში არ შევალ, ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ ვინაიდან მაღალი ინტერესი არსებობს, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე გაეცა უკვე დამატებითი პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ივანიშვილის მხარდამჭერი აქციები, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს, რომ „აქციები მათ უნდა გამართონ თავიანთი ბელადისთვის“.

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ, გირჩევთ, ასეთ ცინიკურ საუბარს თავი დაანებოთ, ეს ერთი. მეორე, ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში, თავისი ქონება, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში, თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენთვის, ხალხისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა ჩვენი ქვეყნისთვის და პოლიციის რეფორმა, სამხედრო რეფორმა და კიდევ უამრავი რეფორმა, სიკეთე, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ასევე მინდა გითხრათ, გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა, მისი პიროვნული დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი, ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის და ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო