სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რეგიონული ლაბორატორიის სპეციალისტები გადამზადდნენ

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერისა და მესტიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა სპეციალური სწავლება გაიარეს შემდეგი მიმართულებებით: რძის ნიმუშის რძის რგოლური რეაქციით გამოკვლევა; სისხლის შრატის გამოკვლევა როზბენგალის რეაქციით (სკრინინგ ტესტი) და ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტით (დამადასტურებელი ტესტი); ცხოველის სისხლის ნიმუშის მიღება, შრატის გამოყოფა და გადატანა პირველად კონტეინერში, ნიმუშის მომზადება ლაბორატორიული კვლევისთვის; გაეცნენ ნიმუშების მიღებიდან ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაცემამდე გასავლელ ყველა აუცილებელ ეტაპს; მიიღეს ინფორმაცია რეგიონულ ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გადაგზავნის პროცედურებზე.

უწყების ცნობით, ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ კვლევებს განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე, უსაფრთხოებისთვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა