მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს ანგარიშზე გადარიცხვა შეუყოვნდა და აბობოქრდნენ, თურმე უნდა გამოვიდეთ ქუჩაში - მართლა ცოტა აზრზე მოვიდეთ, მეგობრებო

ბიძინა ივანიშვილს ანგარიშზე გადარიცხვა შეუყოვნდა და აბობოქრდნენ, თურმე უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, ეს როგორ მოხდა! ცოტა მართლა აზრზე მოვიდეთ მეგობრებო რა!, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ გამოვლენ და დაიცავენ ბიძინა ივანიშვილის ქონებას, საზოგადოებაში არეულობის შემოტანის მცდელობაა.

„ხალხის მობილიზება, რომ ჩვენ გამოვალთ და დავიცავთ ბიძინა ივანიშვილის ქონებას, რაღაც მოგონილი მტრისგან, ეს არეულობის შემოტანის მცდელობაა საზოგადოებაში, ეს არის ხალხის დეზორიენტაცია იმიტომ, რომ რეალობა არის სხვა. სახელმწიფო არის სხვა და ბიძინა ივანიშვილი არის სხვა, რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა გვქონდეს, ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანები უნდა გვყავდეს 10-20-30, მაგრამ მან როგორც ერთ-ერთმა დიდი ქონების პატრონმა, არცერთი მსგავსი მეგობარი არ შემოიყვანა იმიტომ, რომ მას უნდა ერთი იყოს ამ ქვეყანაში. როგორ შეიძლება ათი წელი იყო და ვერავინ ვერ შემოიყვანო?

მისი პარტიის წევრები გამოდიან და იძახიან, რომ ვაი და მოხდეს ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ქვეყანა ჩამოგვეშლება, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ხერხემალი. თუ ამას ვინმე ფიქრობ, მაშინ გავაუქმოთ ეს ქვეყანა და გადავუფორმოთ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს. თუ ნორმალური ადამიანი იმას ფიქრობს, რომ იდენტურია და ბიძინა ივანიშვილის გაიგივება ხდება სახელმწიფოსთან, მაშინ დავუსვათ წერტილი ამ სახელმწიფოს იმიტომ, რომ თურმე აქ სახელმწიფოს არსი და ფულის ოდენობა ყოფილა ერთი და იგივე. გამოდიან და ამას იძახიან „ქართული ოცნების“ ე.წ. პოლიტიკოსები. ეს არის უბედურება, ეს არის ტვინების გამორეცხვა. ამერიკაში ცუკერბერგს, რომელიღაც მდიდარ ადამიანს რომ რამე პრობლემები შეექმნას, თქვენ რა გგონიათ, სახელმწიფო ჩამოიშლება?

არც დემოკრატია შეიქმნა ამ ქვეყანაში, არც სახელმწიფო სტრუქტურები შეიქმნა, არც სასამართლო შეიქმნა, კორუფცია ყვავის, ინვესტიცია არ შემოდის, ინფლაცია კატასტროფულ დონეზეა, უმუშევრობა კატასტროფულ დონეზეა, ხალხი ემიგრაციაში წავიდა და ისტორიულ მინიმუმზე ვართ დემოგრაფიაში და ამ ფონზე გამოდიან და იცი, რა, თურმე ბიძინა ივანიშვილს ანგარიშზე გადარიცხვა შეუყოვნდა და აბობოქრდნენ, თურმე უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, ეს როგორ მოხდა! ცოტა მართლა აზრზე მოვიდეთ მეგობრებო რა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა