პაატა ზაქარეიშვილი ე.წ. რეფერენდუმზე - ეს სერიოზული საბაბია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მიუხედავად ჩვენი ფრთხილი პოლიტიკისა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას

კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება სერიოზული გამოწვევაა და ასევე არის სერიოზული საბაბი, რათა საქართველომ მსოფლიოს უთხრას, რომ მიუხედავად ფრთხილი პოლიტიკისა, რუსეთი ტერიტორიების ანექსიას განაგრძობს.

ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაასახელა ის სამი მთავარი პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ არსებულ ვითარებაში უნდა დაიკავოს. მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს მსოფლიო დღის წესრიგში, სანამ რუსეთი საკუთარ ჯარებს არ გაიყვანს, შემდეგ კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამშვიდობო ძალების ფუნქცია მიენიჭოს.

„სერიოზული გამოწვევაა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილის პოლიტიკას იჩენს და ცდილობს, თავისი მოქმედებებით არ დაიმსახუროს რუსეთის აგრესია, რუსეთს ეს არ ადარდებს. მერამდენედ გამოჩნდა, რომ ის თავის პოზიციას ძალიან პრინციპულად ახორციელებს. თავისი პოლიტიკა აქვს და არ უყურებს, როგორ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.

ღარიბაშვილმა განაცხადა, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. თქვა, რომ რეფერენდუმის სიტუაცია გადაგორდა და პრობლემები არ არის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე სერიოზული პრობლემებია - თარიღი დაინიშნა.

ეს არის ძალიან საგანგაშო „მესიჯი“ იმისათვის, რომ საქართველომ ახლა მაინც ამოიღოს ხმა და შეუერთდეს მსოფლიოს სოლიდარობას - რუსეთი არის აგრესორი და საჭიროა, რომ მსოფლიომ საქართველოსაც მიაქციოს ყურადღება. მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი თავისას განაგრძობს. ეს უკვე აღარ არის ბიბილოვის ხრიკები. მან არჩევნები წააგო, მაგრამ ამის მიუხედავად „რეფერენდუმის“ თარიღი დაინიშნა. „რეფერენდუმი“ აუცილებლად ჩატარდება. შეიძლება ის შედეგი არ დადგეს, რაც ოსებს უნდათ, მაგრამ რუსეთი ამას ჩვენი შანტაჟისთვის გამოიყენებს. რუსეთი იყენებს ამ საქმეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის - მას უნდა მაქსიმალურად დააჩოქოს საქართველო. იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს დღის წესრიგში აღმოვჩნდეთ, ასეთი კარგი პირობები, როგორც ახლა უკრაინის ომიდან გამომდინარეა, არასდროს გვექნება. ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და რატომ არ ვიყენებთ, არ მესმის. უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო და ეს რეფერენდუმი ისე ჩატარებულიყო, მსოფლიო ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, გაატარებდა. ახლა ეს გახდება დღის წესრიგის ნომერ პირველი თემა. მაგრამ ნატო-ს სამიტზე არ მიგვიწვიეს, რადგან ხმას არ ვიღებთ, ასევე „დიდი შვიდეულის“ დღის წესრიგშიც არ ვართ. მოლდოვა და უკრაინა კი არიან. მოლდოვამ განაცხადა, რომ ის ისევე დაზარალებულია, როგორც უკრაინა. უკაცრავად, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მეტად დაზარალებული ვართ, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, ყველანაირი რადარებიდან ამოვარდნილი ვართ. ეს არის სერიოზული საბაბი, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მიუხედავად ჩვენი ფრთხილი პოლიტიკისა, რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას. ამიტომ რუსეთის მიმართ განხორციელებულ სანქციებში და ყველა სხვა მოთხოვნებში რუსეთის წინააღმდეგ, ჩადებული იყოს საქართველოს თემა, ვიდრე რუსეთი საქართველოდან ჯარებს არ გაიყვანს და 2008 წლის 12 აგვისტოს შესაბამისად აღიარებულ პირობებს არ შეასრულებს. ამასთან, რომ არ დავრჩეთ პირისპირ და ოსებს და აფხაზებს არ შეეშინდეთ, რომ საქართველომ, შესაძლოა, საომარი რევანში განახორციელოს, საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება, რომელიც მუშაობს და მას უნდა მიენიჭოს სამშვიდობო ძალების ფუნქცია, რათა გარანტირებულად უსაფრთხოება შევუქმნათ აფხაზებსა და ოსებს.

ასევე მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს, საქართველო მზად იქნება, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან განიხილოს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება“, რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით“ და მოვიდა დრო, რომ გაერთიანდნენ „ერთხელ და სამუდამოდ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა