ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო  სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის

„თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავაც ყველა ჩვენგანის, თითოეული ქალისა და მამაკაცის საქმეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის.

„შემუშავდა და დაიხვეწა კანონმდებლობა ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხარისხიანი ჯანდაცვისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა, კვოტირების მექანიზმის შემოღება ამ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს - ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა - ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

ასე, რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ თანადგომას გპირდებით და თქვენი, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევას და წარმატებას გისურვებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე