ანზორ ბიწაძე - ჯერ კიდევ ერთი თვის წინ  ბიბილოვის განცხადების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის უნდა დაგვენახებინა, რომ ამას საქართველო არ შეეგუება

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც ბიბილოვმა რეფერენდუმი დაანონსა, პირველი საგანგაშო სიგნალი გახმოვანდა! სამწუხაროდ, ამას კატასტროფულად არასაკმარისი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების, ოპოზიციის და საზოგადოების მხრიდანაც კი,და ჩემი თანაგუნდელები მოვუწოდებდით ყველას, რომ განგაშის დრო იყო. განგაშის, რომელიც ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის სიგნალი იქნებოდა, რომ საქართველო არ შეეგუება ჩვენი მიწების უკვე იურიდიული მიტაცების გაფორმებას, - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

მისივე თქმით, ნათელია, რომ რეფენდუმის შედეგები, რუსეთისთვის დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იქნება ჩვენს ქვეყანაზე.

„აუცილებელია მტკიცე რეაქცია, ისე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი ამ ყოველივეს არ შეეგუება, ასევე უნდა დაინახონ ეს მოსკოვშიც, სანამ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებას შეეცდებიან.

საქართველოს ხელისუფლება გაცილებით მწვავე რეაქცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სურათების ბედზე, ვიდრე მოსალოდნელ „რეფერენდუმზე“! ჩვენ თუ არ გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის ნაწილის ბედი, სხვა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. არ ჩანს საზოგადოების ისეთი რეაქციაც, როგორიც ცხინვალს და მის კურატორებს მოსკოვში დააფიქრებდა, რამდენად უღირთ ეხლა ამის გაკეთება.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების იმედი უბრალოდ ვერ გვექნება, ეს არის ის საკითხი, რაზეც უნდა შევძლოთ საყოველთაო მობილიზება და კონსოლიდირება ოპოზიციამ და საზოგადოებამ, ვაჩვენოთ პროტესტი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მტერსაც და მოყვარესაც. ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება ჩვენი სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან