კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობს დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც მათგან განსხვავებული აზრი აქვთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობს დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც მათგან განსხვავებული აზრი აქვთ.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ის გერმანიის ელჩის მიმართ კრიტიკას G7-ის სამიტთან დაკავშირებული პოზიციების გამო.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას და თავდასხმებს ვხედავთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც არ ერიდებოდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეურაცხმყოფელ სიტყვებით ამკობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ",- აღნიშნავს კალაძე.

გარდა ამისა, მან ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, როგორც მათი ე.წ. არჩევნები“.

„ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყოველთვის ვმუშაობთ, რათა მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნავს კალაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო