ირაკლი კობახიძის შეფასებით, როდესაც „ომის პარტია“ „ფეიკს“ ავრცელებს ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც „ომის პარტია“ „ფეიკს“ ავრცელებს ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე.

როგორც კობახიძე განმარტავს, ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით „ფეიკი“ ინფორმაცია გავრცელდა.

“როგორი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყო, რომ „ფეიკი“ შემოაგდო ასეთ თემაზე, რაც საზოგადოებისთვის ესოდენ მგრძნობიარე და სენსიტიურია. ეს იყო „ფეიკი“ რაც ჩვენი მხრიდან დადასტურდა. როდესაც ომის პარტია „ფეიკს“ ავრცელებს ამ თემასთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. როგორც სილაგავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. ამასთან, დასძენს, რომ ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს