ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს

ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავყვებით ზუსტად იგივე ხაზს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეფერენდუმი, მავთულხლართები და ა.შ. იმ პოლიტიკის მემკვიდრეობაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა.

„შეგახსენებთ, მაგალითად, 2004, 2005, 2006 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში, დასახლებული ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში გაუქმდა, ეს გააკეთეს იქიდან 15 წლის თავზე, ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო, სეპარატისტული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული, სეპარატისტული ხელისუფლება, რაც ბოლოს 20%-ის ჩაბარებით დაგვირგვინდა, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ, რაც არის. რაც შეეხება რეფერენდუმს, მავთულხლართებს და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს და ეს არის რა თქმა უნდა, 9-წლიანი პოლიტიკის მმართველობის შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ნამყოფია თუ არა, ის საოკუპაციო ხაზთან, კობახიძემ უპასუხა, რომ „იქ სამწუხაროდ, არ ყოფილა“. ასევე კითხვაზე, ნამყოფია თუ არა, იქ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მან ეს არ იცის.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება“, რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით“ და მოვიდა დრო, რომ გაერთიანდნენ „ერთხელ და სამუდამოდ“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს