ნინო წილოსანი - „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირებაა, რომ ქალების გაძლიერების  მიზანი შიდაპარტიული პრიორიტეტია

ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირებაა, რომ ქალების გაძლიერების გაცხადებული მიზანი შიდაპარტიული სტრატეგია და პრიორიტეტია.

„ადამიანი ყველა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა და თუ ჩვენი მოსახლეობის 50% -ზე მეტს წარმოადგენენ ქალები და ისინი განსაკუთრებული უნარების, შესაძლებლობების და მონაცემების არიან, უნდა მონაწილეობდნენ პროცესებში.

თქვენ, აქ მსხდომი ქალები და ასიათასობით სხვა ქალი, თქვენ-თქვენი მიმართულებებით წარმატების მაგალითი ხართ, მოტივაცია სხვებისთვის და სახელმწიფოსთვის რეალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ძალა და ენერგია გამოყენებული იყოს. როდესაც შესაძლებლობის განვითარებას განსაკუთრებული საფუძველი სჭირდება, როდესაც ქალების და კაცების თანაბარი შესაძლებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ დამატებითი შესაძლებლობები ამ ჩვენი უნარების განსავითარებლად.

დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირებაა ჩვენი მხრიდან, რომ ქალების გაძლიერების გაცხადებული მიზანი შიდაპარტიული სტრატეგია და პრიორიტეტია.

ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით ყველა ჩვენი ერთგული ძალიან მშრომელი და ძალიან მაგარი ქალისთვის. ასევე, ყველა მხარდამჭერი ქალისთვის, ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს. ამ ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ ჩვენს რიგებშივე გავაძლიერებთ ქალებს, რომ მათ წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.

ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა მხოლოდ რაოდენობა არ არის. ეს უნდა იყოს ქალების ჩართულობა და მათი შინაარსობრივი მონაწილეობა. რაოდენობა უნდა აისახოს სწორედ ამაში. წარმატებები ჩვენ და ჩვენი გაძლიერებით წარმატებები ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა