მედია - ფინეთი ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ფინეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს. ეს იმ ფონზე, როდესაც შვედეთის მმართველი პარტია გადამწყვეტ შეხვედრას მართავს, რომელსაც შეუძლია ფინეთისა და შვედეთის ერთობლივი წევრობის განაცხადს გზა გაუხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.

მედიის ცნობით, ჩრდილო ევროპული ქვეყნების ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საულ ნიინისტოსთან სატელეფონო საუბრისას განცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გეგმები "უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე".

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები