ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტების  ე.წ. „სპეციალური ოპერაცია“ უკვე გაკოტრდა - უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს, აღიარონ რეალობა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ოკუპანტები უკრაინაში ჩიხში არიან და მათი „სპეციალური ოპერაცია“ გაკოტრდა.

„ოკუპანტებს დღემდე არ სურთ იმის აღიარება, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. „სპეციალური ოპერაცია“ უკვე გაკოტრდა. მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს, აღიარონ რეალობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს საერთაშორისო აქტივობას იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს და რუსეთის კიდევ უფრო იზოლირება მოხდეს.

„ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. გვჭირდება, რომ პარტნიორებმა ყოველკვირეული გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც ზღუდავს რუსეთის კავშირებს მსოფლიოსთან. ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის ზრდა - იგრძნონ მუდმივად. ახლა, პირველ რიგში, ეს არის ნავთობის ემბარგო. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება და ეს არ შეიცვლება“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს