ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

როგორც ცნობილია, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა. სწორედ ამ დღეს ისარგებლა ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით.

გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის წევრებს, "მთავარ არხს", ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის არარსებულ დანაშაულებს საკუთარ თავზე იღებდა. გვარამიამ მოსამართლეს სამართლიანობისკენ მოწუდა მოუწოდა.

„მე ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი", - მიმართა გვარამიამ ლაშა ჩხიკვაძეს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო