გიგი უგულავა - ახლა წარმოუდგენელია ნიკა გვარამიას დაჭერა იმ საქმეზე, რომელიც საქმეც არ არის, არამედ არის ბოდვა და შეთითხნილი ზღაპარი

მაინც მგონია, რომ პრაგმატიზმი ოდნავ მაინც გაიღვიძებს, მაგრამ ამ გიჟ თავებში რა მოიხარშება კაცმა არ იცის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

უგულავას თქმით, ასეთ დროს პროგნოზის კეთება ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე შეფასება.

„იმედი მინდა დავიტოვო არა კეთილგონიერების, არამედ ელემენტარული პრაგმატიზმის. ახლა წარმოუდგენელია ნიკა გვარამიას დაჭერა იმ საქმეზე, რომელიც საქმეც არ არის, არამედ არის ბოდვა და შეთითხნილი ზღაპარი, თანაც ისეთი დაბალი სტანდარტით, რომ ამ წლებში არცერთი ასეთი საქმე არ ყოფილა“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის განაჩენი გამოცხადდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო