ნიკა გვარამია - მე ვარ უდანაშაულო კაცი, დამნაშავე რეჟიმი რას იზამს, ეს როგორ უნდა ვთქვა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას ადგილზე როგორც პოლიტიკური სექტორის, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დახვდნენ და მხარდასაჭერი სიტყვებით მიმართეს.

გვარამიამ სასამართლო პროცესში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

„მე ვარ უდანაშაულო კაცი, დამნაშავე რეჟიმი რას იზამს, ეს როგორ უნდა ვთქვა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა