ადვოკატი - რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, საძაგლიშვილის თქმით, ამ საქმის არსი გვარამიას წინააღმდეგ დევნის წარმოება იყო, სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში მიღებული შუალედური გადაწყვეტილება „უბრალოდ საცირკო წარმოდგენის დადგმა იყო“.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

,,სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე ვაპირებ ამის გაკეთებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი, ან დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პასუხები გასცა ხელისუფლებამ, მწარედ ცდება. სინამდვილეში, ჩვენ დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, იმ გლობალურ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ. დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალებების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

თითქოს რაღაც ნაწილში გაიზიარა და ვიღაცები გაამართლა, რეალურად ამ საქმის არსი იყო გვარამიას წინააღმდეგ დევნის წარმოება, ეს ვითომ შუალედური გადაწყვეტილება სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში უბრალოდ საცირკო წარმოდგენის დადგმა იყო და მეტი არაფერი.

ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. სააპელაციოში არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი ან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება დაგვხვდება, როგორც ლაშა ჩხიკვაძეს დღეს არ ეყო არანაირი ღირსება და გააჟღერა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე იქნება ზედა ინსტანციებშიც, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა