კახა დამენია - ნიკა გვარამია იყო ამ  პროცესის მიზანი, დანარჩენები სამწუხაროდ, ფონად ვიყავით - სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას განცხადებით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარი მიზანი არა მისი და კიდევ ერთი ბრალდებულის ზურაბ იაშვილის, არამედ მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავება იყო.

„როგორც ვამბობდი, წმინდა იურიდიულად თუ ვიმსჯელებთ, სამივეს შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. თუმცა მოლოდინი ყველაფრის მქონდა. ჩემს შემთხვევაში უფრო მძიმეც მქონდა. ფაქტობრივად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც არის „კონსესუსური“ - ერთი გამართლდა, მე გადამიკვალიფიცირეს უფრო მსუბუქ მუხლზე და ნიკა დაიჭირეს. ვაღიაროთ, რომ ნიკა იყო ამ პროცესის მიზანი და დანარჩენები სამწუხაროდ, ფონად ვიყავით. ასეც გამოვიდა. მე გაფლანგვაზე მქონდა ბრალი, რომელიც გადაკვალიფიცირდა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლზე, მსუბუქი მუხლია და მხოლოდ ჯარიმა მაქვს, პირობითიც არ მოუცია. ბუნებრივია, ამასაც არ ვეთანხმები, გავასაჩივრებ. ვაღიარებ, რომ დიდი იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმს, არ მაქვს, თუმცა პროცედურებს ბოლომდე მივყვები“, - განაცხადა კახა დამენიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა