გურამ მაჭარაშვილი - სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, საჯარო პირი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს

საერთაშორისო სასამართლომ „რუსთავი 2"- ის საქმეზე სახალხო დამცველის, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, თუ ნიკა გვარამიას საქმე წავა საერთაშორისო სასამართლოში, ანალოგიური შემთხვევა გვექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთვის 3,6 წლით პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არადამაჯერებელი იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.

„ზედმეტი, მოჭარბებული ემოციები და პოლიტიკური განცხადებები არის უსაფუძვლო, ამ ყველაფერს წინ უსწრებს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არაკანონიერად იყო მიტაცებული, არის ობიექტური და სამართლიანი. მგონი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს ის, რომ საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს. სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, საჯარო პირი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს. საუბარი მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე უკვე არის მიუღებელი მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლომ ამ რადიკალურ ოპოზიციას და მათ, ვინც ამბობდა რომ კანონიერად ფლობდა "რუსთავი 2"- ს, გადასცეს სავიზიტო ბარათი, რომლითაც დადგინდა, რომ არაკანონიერად ფლობდნენ ამ მედიასაშუალებებს, ამ ფონზე არავინ დაიჯერებს პოლიტიკურ დევნას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს