ხათუნა სამნიძე - ნიკა გვარამიას საქმე და მისი დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - სასამართლომ ივანიშვილის ბრძანება შეასრულა

ნიკა გვარამიას საქმე და მისი დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულა საქართველოს სასამართლომ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის მესიჯი ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანისთვის, რომ დაისჯება ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს შეეწინააღმდეგება.

"ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქვეყანა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. ნიკა გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, პირადი ანგარიშსწორება. ის დიდი ხანია არის მეტოქე ბიძინა ივანიშვილის, რომელიც უკან არ იხევს არც ერთ ჯერზე და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულა საქართველოს სასამართლომ, სამწუხაროდ. ყველა ჯერზე, როდესაც მე მგონია, რომ ეს ხელისუფლება არ დააზიანებს ისე ქვეყანას, რომ სერიოზული ზიანი მიადგეს მის საერთაშორისო იმიჯს და მის დემოკრატიულ მომავალს, ყოველ ჯერზე ვცდები და ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ის არაფრად არ აგდებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პირადაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა