დავით ჭიჭინაძე - პრემიერს და კობახიძის "ოცნებას" რომ ჰკითხო, ევროპული  სასამართლო გვაქვს - ეს სასამართლოს შემადგენლობა სწორედ მათ მოუტრიალდება

მთელი ეს სასამართლოს შემადგენლობა სწორედ მათ მოუტრიალდება და თანაც ისე, რომ საკუთარ სახელს და გვარს დაავიწყებენ. მთავარია იმ დროს უკეთეს საკენკს ვინ გადაუყრის, - ასე აფასებს მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ევროპული სტანდარტების სასამართლო აქვთ, თუმცა წინა ხელისუფლების უპრინციპო ადამიანები დატოვეს.

„პრემიერს და კობახიძის "ოცნებას" რომ ჰკითხო, ევროპული სტანდარტის სასამართლო გვაქვს, მაგრამ იქ წინა ხელისუფლების ისეთი უპრინციპო ადამიანები დატოვეს და ისეთი უარესი უპრინციპოები შეყარეს, ერთს ვეტყვი მხოლოდ, არც ისე შორსაა დრო, როდესაც მთელი ეს შემადგენლობა სწორედ მათ მოუტრიალდება და თანაც ისე, რომ საკუთარ სახელს და გვარს დაავიწყებენ, მთავარია იმ დროს უკეთეს საკენკს ვინ გადაუყრის. პირადად მე რაც მეხება, არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ რაც „ქართული ოცნებიდან“ წამოვედი, სასამართლო სასამართლოზე მაქვს, არ ვავიწყდები მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელობის უწყებაში, მაგრამ ამასაც გავუძლებთ!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს