ირაკლი ზარქუა - გვარამიათი არ მთავრდება „მთავარი არხი" - ეს არ არის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე იყო, ანტენებს რომ დასდევდნენ, ყველას შეუძლია, მათ შორის, კრიტიკული ხედვა დააფიქსიროს

გვარამიათი არ მთავრდება „მთავარი არხი" - ეს არ არის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე იყო, ანტენებს რომ დასდევდნენ, ყველას შეუძლია, მათ შორის, კრიტიკული ხედვა დააფიქსიროს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის 3,6 წლით პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიესაჯა კონკრეტული საქმიდან გამომდინარე.

"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიუხედავად განსხვავებული ფილოსოფიის, ხედვების, თუ პარტიული კუთვნილებისა, არასდროს გამიხარდება ადამიანის დაჭერა. ნიკა გვარამიას მიესაჯა კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, როდესაც იმ კომპანიას ხელმძღვანელობდა 7 მილიონი მოპარა თუ გაფლანგა - ეს არის დადასტურებული ფაქტი და აქედან გამომდინარე სასამართლომ და მოსამართლემ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და მიესაჯა სწორედ ამის გამო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის, გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები ზუსტად იგივე სცენარით, იგივე "მესიჯით" ამბობდნენ "რუსთავი 2"-ის საქმეზე, რომ სახელმწიფოა ჩარეული და სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა, რომ ყველა ეტაპზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული, მანამდე გაჰკიოდნენ. ზუსტად იგივე სცენარს მაგონებს ახლა ეს თემა. ნიკა გვარამია ახლა ყველასთვის გახდა მებრძოლი, პატრიოტი, დემოკრატი, ამ ქვეყნის გადამრჩენელი და ა.შ. თუმცა არის კონკრეტული ბრალდება 7 მილიონი გაუფლანგა იმ კომპანიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, მიესაჯა. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული მტკიცებულება, განსხვავებული ხედვა აგერ არის ისევ საერთაშორისო პლატფორმა და კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. ამიტომ მე ყველას ვურჩევდი, მათ შორის, ვაი პოლიტიკოსებს, გაკოტრებულებს, რომლებსაც უნდათ, რომ მოეჭიდონ ამ თემებს და თავიანთი ქვეყანა სულ ფეხებზე ჰკიდიათ, შეუძლიათ ამოსვარონ ლაფში, ჰგონიათ, რომ რეიტინგს დაუწერს თუ აგინებენ თავიანთ ქვეყანას, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ის ძველი თემები გადაახვიეთ "რუსთავი 2"-ის შესახებ - ზუსტად ერთი ერთში წერია.

პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა, თუმცა მე როგორც მოვისმინე, ბატონმა გვარამიამ პირადად მიმართა თავის ოჯახს, რომ არ მიმართონ პრეზიდენტს და პრინციპში მართალიც არის, ამ შემთხვევაში გვარამიას პოზიციას ვიზიარებ იმიტომ, რომ მთელი მისი შემოქმედება და გუნდი სულ ლანძღავდა-აგინებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ახლა, შეწყალებაზე, რომ მიმართოს, მე ვხვდები მის უხერხულობას", - განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო