გიგი უგულავა - უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი თუ საბჭო, რომელიც ღონისძიებებს დაგეგმავს

უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი თუ საბჭო, რომელიც ღონისძიებებს დაგეგმავს, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ოფისში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი თუ საბჭო, რომელიც ღონისძიებებს დაგეგმავს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო მიმართულება და მნიშვნელოვანი არის კოორდინაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიამ ფუნქციონირება გააგრძელოს. ეს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რადგან ნიკა იმისთვის დაიჭირეს, რომ „მთავარი“ ჩამოიშალოს. ასევე უნდა იყოს საპროტესტო აქციები და ყველაფერი ერთად, საბოლოო ჯამში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პატიმარი, ნიკა უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ქვეყნის ჩათრევა რუსულ ჭაობში უნდა შეჩერდეს. ეს არის მეგა ამოცანა და ამის შესასრულებლად აუცილებელია ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა