გიგი უგულავა - დღეს იქნება ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ყველა აქტივისტის საერთო შეკრება, რომელიც ხვდება თუ რა გზაგასაყარზე იმყოფება ქვეყანა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დღეს, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეკრების ადგილის შეჯერება ამ წუთებში მიმდინარეობს, თუმცა ეს ადგილი „მთავარი არხის” ოფისი ვერ იქნება.

„დღეს იქნება ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ყველა აქტივისტის საერთო შეკრება, რომელიც ხვდება თუ რა გზაგასაყარზე იმყოფება ქვეყანა. მოხდება კონკრეტული მიმართულებების და გეგმების განსაზღვრა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა