ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, აქედან გამომდინარე, კრემლის ლიდერის განმარტებით, მათი ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს.

„რაც შეეხება გაფართოებას, მათ შორის, ალიანსის ახალი წევრების ხარჯზე - ფინეთისა და შვედეთის, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ რუსეთს ამ სახელმწიფოებთან პრობლემა არ აქვს და ამიტომ ამ კონტექსტში, უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება. მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება.

საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა