ანზორ ბიწაძე - რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შეტევა მედიის თავისუფლებაზე

რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შეტევა მედიის თავისუფლებაზე,- ამის შესახებ,,ერთიანი საქართველოს" ერთ - ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებას.

მისი თქმით, ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არანაირი ევროპული და არანაირი პროდასავლური ქვეყნის მშენებლობას არ აპირებს.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ გაანადგურებს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგი ეტაპი არის მედია და მედიაზე სწორედ ამიტომ მიდის ბინძური პროპაგანდისტული შეტევა და ბოლო ეტაპი არის არასამთავრობო ორგანიზაციები და თუ მიუშვით იქამდეც მივა.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას ოპოზიციის წინაშე. ეს ყველაფერი უკვე გაცდა ყველანაირ წითელ ხაზს და ნათელი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირი ევროპული და არანაირი პროდასავლური ქვეყნის მშენებლობას არ აპირებს”,- აცხადებს ბიწაძე.

ამასთან, ბიწაძის თქმით, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ოპოზიციას, ვინ შარლ მიშელის დოკუმენტზე მოაწერა ხელი.

,,ცოტა ხანში, ჩვენ გვექნება შეხვედრა. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ოპოზიციას, ვინ შარლ მიშელის დოკუმენტზე მოაწერა ხელი,

ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად, ზოგი ისტორიულ დოკუმენტს უწოდებდა, ზოგს ძალით მოუწია ხელის მოწერა , მაგრამ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე არ ვიბრძოლეთ ბოლომდე.

ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმი ახლა არის ის, რომ თავი დავანებოთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, ნუ შევეცდებით, არჩევნების არ გვაქვს ქვეყანაში. ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი მზად არის დააფიქსიროს თავისი მშვიდობიანი პროტესტი, იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს ჩვენ გავაგებინებთ რა გვინდა, რას ვაპირებთ, ადამიანი, რომ გამოგვყვეს, უნდა დაინახონ, რომ პოლიტიკოსები უკან არ დაიხევენ. იმედია, ახლა მაინც შევძლებთ ბოლომდე ბრძოლას.

რა კითხვარიც არ უნდა შეავსოს ,,ქართულმა ოცნებამ" და ვის რაღაში სჭირდება ევროპაში ,,ქართული ოცნების" მიერ შევსებული კითხვარი მას შემდეგ, რაც ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს იჭერენ”, - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო