დევი ჭანკოტაძე - სააკაშვილის ტყვეობა, გვარამიას დაჭერა, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი და დაუბრუნდეს რუსულ ორბიტას, გახდეს რუსეთის ფედერაციის უკანა ეზო

ნიკა გვარამიას დაკავება არის ცალსახად პოლიტიკური საქმე, პოლიტიკური ძაფებით შეკერილი - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა, ნიკა გვარამიას დაჭერა, ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი და დაუბრუნდეს რუსულ ორბიტას, გახდეს რუსეთი ფედერაციის უკანა ეზო , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება მოულოდნელი არ იყო.

„სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი ნიკა გვარამიას დაჭერას და არამარტო მისი, რადგან, როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შარლ მიშელის ხელშეკრულება, ეგრევე იყო საფრთხე, რომ დაიწყებდნენ პოლიტიკოსების, მასმედიის წარმომადგენლების დაჭერას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი. ახლო მომავალშიც ველოდები, რომ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი ოპოზიციიდან, მასმედიის ბევრი მფლობელი შეიძლება იყოს იმავე დღეში, როგორშიც არის ნიკა გვარამია. ეს არის ცალსახად პოლიტიკური საქმე, პოლიტიკური ძაფებით შეკერილი, ყველაფერი ეს, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა, ნიკა გვარამიას დაჭერა, ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი და დაუბრუნდეს რუსულ ორბიტას, გახდეს რუსეთი ფედერაციის უკანა ეზო.

პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიტიკურ ლიდერს იჭერენ, იგივე ოქრუაშვილი, უგულავა, მიხეილ სააკაშვილი. აქ საუბარია იმაზე, რომ როცა შენ ეხები ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, მასმედიის გენერალური დირექტორი იქნება, ოპოზიციონერი თუ სხვა თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური ხედვა, 1000% უნდა იყოს საფუძველი, რითაც ადამიანს იჭერ. რაზეა ნიკა გვარამია დაჭერილი? რაღაც მანქანის გადაცემა გადმოცემაზე. ადამიანი არის დაჭერილი საქმეზე, რომელსაც მომჩივანი არ ჰყავს. ჩვენმა პარტიამ ძალიან ბევრი ეგეთი „მოვლენა“ გადაიტანა, იგივე ნიკა მელიას დაჭერა, და აქედან გამოვიდა გამარჯვებული. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება, ნიკა გვარამიას დაკავება უფრო გააძლიერებს პარტიას, უფრო შეკრავს.

ჩვენი პარტია არის მთავარი ოპოზიციური პარტია, დასავლეთზე ორიენტირებული პარტია. ჩვენი ვექტორია ეს და შესაბამისად, იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა