არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის სენატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, ოკუპაციასა და რეგიონში არსებულ ურთულეს გამოწვევებზე ისაუბრეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ვიცე-სპიკერმა ჩეხ კოლეგებს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო