კახა ქემოკლიძე - ინდულგენცია რომ არ უნდა იყოს არც მედიამენეჯერობა, არც ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, ეს აქსიომაა, მაგრამ, როდესაც ამ ფორმულას ამყარებ, შენ უნდა იყო ანგელოზივით, კრისტალურად სუფთა

ნიკა გვარამია ამ არხზე და ზოგადად, ქართულ, პოლიტიკურ გარემოში, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ოპოზიციურ სპექტრში, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ზუსტად იცოდა და შეტევა მიიტანა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ქემოკლიძის შეფასებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება არხის დაყოფას ემსახურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ტყუილსა და მართალს შორის ზღვარი წაშლილია, ინსტიტუციები დანგრეული და ამის ფონზე, რთულია გარკვევა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

„ჩემი ანალიტიკური ინსტინქტები მკარნახობს, რომ უფრო პრაგმატულად მიუდგნენ ამ შემთხვევაში და ეს სტრატეგიულ დონეზე ემსახურება სატელევიზიო არხის, „მთავარის“ დაქსაქსვას და დასუსტებას. ნიკა გვარამია ამ არხზე და ზოგადად, ქართულ, პოლიტიკურ გარემოში, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ოპოზიციურ სპექტრში, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ზუსტად იცოდა და შეტევა მიიტანა.

„ქართული ოცნების“ პრობლემა არის ის, რომ მთლიანად გაიბლარა სიმართლე-ტყუილისგან, ისევე როგორც დამნაშავეობა უდანაშაულობისგან. იმდენად წაშალეს, ეს ზღვარი აღარ არსებობს. ინსტიტუციურად იმდენად დაანგრიეს, დეგენირება მოახდინეს ინსტიტუციების, შეუძლებელია, უნდა ვიმარჩიელოთ, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი.

ის, რომ ინდულგენცია არ უნდა იყოს არც მედია-მენეჯერობა, არც ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, ისევე როგორც ხელისუფლებაში ყოფნა, თუ დანაშაულს ჩადიხარ, ეს არის აქსიომა, მაგრამ როდესაც ამ ფორმულას ამყარებ, შენ უნდა იყო ანგელოზივით, კრისტალურად სუფთა, შენ უნდა იყო მაგალითი, როგორც ხელისუფალი“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს