რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთსა და შვედეთზე - არცერთს ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ არ აქვს მკაფიო დამოკიდებულება, როგორ შეგვიძლია ვენდოთ - ჩამოდიან თურქეთში, მოდიან ჩვენს დასარწმუნებლად? მაპატიეთ, მაგრამ თავი არ დაიღალონ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები ანკარაში ჩასასვლელად არ უნდა შეწუხდნენ, რათა თურქეთი მათ ნატო-ში გაწევრიანების დამტკიცებაში დაარწმუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა გაიმეორა, რომ თურქეთი ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების შესახებ წინადადებებს არ დაამტკიცებს.

ერდოღანმა დასძინა, რომ შვედეთს პარლამენტში ტერორისტები ჰყავს.

"არცერთ ამ ქვეყანას ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ, არ აქვს მკაფიო, ღია დამოკიდებულება. როგორ შეგვიძლია ვენდოთ მათ?", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანი გამოეხმაურა, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ შვედეთისა და ფინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები ანკარის წინააღმდეგობების განსახილველად, მოლაპარაკებებისთვის თურქეთში გამგზავრებას გეგმავენ.

"ორშაბათს ჩამოდიან თურქეთში. მოდიან ჩვენს დასარწმუნებლად? მაპატიეთ, მაგრამ თავი არ დაიღალონ", - განაცხადა ერდოღანმა დაგეგმილ ვიზიტზე.

ერდოღანის თქმით, თუ ეს ორი ქვეყანა ნატოში გაწევრიანდება, ორგანიზაცია გახდება "ადგილი, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები კონცენტრირდებიან".

სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა