ირაკლი კობახიძე - საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა, სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა

საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე მოუწოდებს ყველას, არ გაიმეორონ იგივე და დასაბუთების გარეშე კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

ჟურნალისტის კითხვაზე: გაეცანით თუ არა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შეფასებებს ნიკა გვარამიას დაკავებაზე და მიიჩნევთ, რომ ამერიკა და ევროპა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან? კობახიძემ უპასუხა: „იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც. სამწუხაროდ, მათ შორის იყო საელჩოების განცხადებებიც, რამაც გვარამიას მისცა საშუალება რამდენიმე მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“. დღესაც გვაქვს იგივე სახეზე. რა დგას ამის უკან მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი, მოცემულობა. „ნაციონალებს“, რომ ამის რესურსი ჰქონდეთ, ამის არავის სჯერა. ეს სასაცილოა!“

ამასთან, მისივე განცხადებით, ფაქტი არის ერთი, რომ 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ლობისტებიც.

„ასევე, საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით და არ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია. შეფასებაში ჩვენ არ შევალთ. მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

მე ვამბობ ერთ რამეს, რომ კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს რა თქმა უნდა, არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა