გიორგი გახარია, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ბუჩუკური ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარლამენტარები გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ბუჩუკური ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობას.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის - მწვავე პოლიტიკურ პოლარიზაციას.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის იდეის გარშემო საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების აუცილებლობას და ისაუბრა ამ მიმართულებით იმ არაერთ შეთავაზებაზე, რომელიც პარტიამ „საქართველოსთვის“ წარუდგინა საქართველოს ხელისუფლებას.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და კრემლის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ერთიანობის მნიშვნელობასა და შენარჩუნებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შორის ერთიანი კოორდინირებული მექანიზმის შექმნა და მისი გაძლიერების მნიშვნელობა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ევროპარლამენტარს გაუზიარა პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და პარტიის გეგმები გააცნო. გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელს, ლუკ დევინსაც შეხვდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა