კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე - მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა - კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მედიაში მუშაობის სტატუსი სამართლებრივ მოქმედებებს ვერ შეაჩერებს.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი," - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არის თუ არა, კალაძე ასე პასუხობს: „არანაირი დამაზიანებელი არ არის არაფერი".

„კონკრეტულ ფაქტზე არის საუბარი, რა შუაშია დაზიანება?!" - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე - მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა - კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა