საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი ლენა ოუენსი, კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები ენდრიუ ჟიგიელსკი, კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი ესწრებოდნენ.

„მხარეებმა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის, კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ოთხდღიანი ტრენინგის შესახებ, რომელიც აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 17-20 მაისს ჩატარდება.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს