ნიკა გვარამიას ადვოკატი - არ გვიკვირს ქიბარ ხალვაშის და ხელისუფლების განცხადებები, რომელიც ერთმანეთთან უნისონშია - გამორიცხული არ არის ახალი სარჩელი ვიხილოთ

„არ არის გამორიცხული ახალი სამოქალაქო სარჩელი ვიხილოთ“, - ასე აფასებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელი ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელიც ტელეკომპანიისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშისა და ხელისუფლების განცხადებაში ერთმანეთთან უნისონშია.

,,ჩვენ არ გვიკვირს ქიბარ ხალვაშის და ხელისუფლების განცხადებები, რომელიც უნისონშია ერთმანეთთან. ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლების საშუალება საჭირო დროს საჩივარი დაწეროს პროკურატურაში ან სასამართლოში. ბუნებრივია, საქალაქო სასამართლოს განაჩენს გავასაჩივრებთ, ოღონდ გავასაჩივრებთ არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს სააპელაციო სასამართლოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების. ჩვენ მაინც უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი ამ უკანონო გადაწყვეტილების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, დადგება მომენტი, როდესაც ამ ყველაფერს მოეფინება სინათლე”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც ხალვაში აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, "რუსთავი 2-ს" განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და განმარტავს, რომ ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარადგენს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელს.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა