ეკა ხერხეულიძე - ნიკა გვარამია არის ისეთი, როგორსაც მთელი ცხოვრება ვიცნობ, არაფერი არ შეცვლია განწყობის თვალსაზრისით, ის დარდობს თავისი მეორე ოჯახის - "მთავარის” ვითარებაზე

ნიკა გვარამია არის ისეთი, როგორსაც მთელი ცხოვრება ვიცნობ. არაფერი არ შეცვლია განწყობის თვალსაზრისით, ის დარდობს თავისი მეორე ოჯახის - ,,მთავარის” ვითარებაზე, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნიკა გვარამია ნერვიულობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასკვნაზე, რომელიც იგვიანებს და ფიქრობს, რომ ,,ეს კარგის მაუწყებელი არ არის”.

,,ის საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ძალიან ცუდად ენიშნა, რომ მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე არ არის და ხალხმა არ იცის ანალიზის პასუხები, ან ექიმების რეკომენდაციები როგორია. ფიქრობს, რომ ეს არის ცუდის ნიშანი და ფიქრობს, რომ ექიმებს უნდა მივმართოთ, რათა შუალედური დასკვნა მაინც გამოაქვეყნონ.

გავაცანი ის ინფორმაციები, რაც მქონდა. მე შევხვდი დღეს მეგობარს, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ ჰქონია. რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილებას და სხვას, ალბათ შემდგომ შეხვედრებზე მოვახერხებთ ამაზე საუბარს”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა