გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე მოწერელია ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე მოწერელია ბრიუსელში ევროპარლამენტარს, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს ფრანცის ფიცჯერალდს შეხვდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტართან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ქვეყანაში არსებული საგარეო და საშინაო გამოწვევები, პარტია „საქართველოსთვის“ ხედვა ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარს გაუზიარეს პარტიის ხედვა იმ აუცილებელი რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პარტიის საპარლამენტო და ზოგადი საქმიანობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა