გიგა ბოკერიას შეფასებით, ამ ეტაპზე შეცდომა და მორალურად არასწორი იქნება თავის მოტყუება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ ჩარჩოს დაუბრუნდება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ამ ეტაპზე შეცდომა და მორალურად არასწორი იქნება თავის მოტყუება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ ჩარჩოს დაუბრუნდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მორალური იზოლაცია აუცილებელია.

„ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, ეს რეჟიმი ამ ბუნების იყო თავიდანვე, მაგრამ როგორც ყველა ვხედავთ, პროცესი ღრმავდება და იმ ზღვარს მიღმა გავიდნენ, რომლის შემდეგაც თავის მოტყუება, რომ პროცესი დემოკრატიულ ჩარჩოში იქნება, პრაგმატულად შეცდომა და მორალურად არასწორია. ამის ნაწილია ამ არალეგიტიმურ პარლამენტში თანამშრომლობაც. ამიტომ, ამ რეჟიმის მორალური იზოლაცია აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა მგონია იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კონსენსუსის შექმნის შანსი უფრო გაზარდოს. ამიტომ, მათ მიმართ პოლიტიკური კეთროვანების მოპყრობის ნაბიჯი სწორი იქნება, ეს გულისხმობს მათ შორის პარლამენტში დემოკრატიული დღის წესრიგის იმიტაციის არდაშვებას. ეს ბუნდოვანება ყოველთვის აწყობს რეჟიმს. ერთი მხრივ ლანძღავენ დასავლეთს და მეორე მხრივ, ამბობენ, ჩვენ ევროპისკენ მივდივართო“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის დროს ივანიშვილის რეჟიმი შეტევაზე იყო გადასული.

„ამ ყველაფრით ივანიშვილის რეჟიმმა ისარგებლა საზოგადოების დემორალიზებით და მთლიანად ოპოზიციის დისკრედიტაციით. სჯობს, ახლა სწორი ნაბიჯი გადაიდგას. ივანიშვილის რეჟიმმა გვაჩვენა, რომ მხოლოდ ძალის დემონსტრირება აინტერესებს. საუბარი იმაზე, რომ შინაარსის კომპონენტს დავბრუნდეთ, ძალიან მცდარია. ვინმეს სჯერა, ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების პირობებში შესაძლებელია მან სასამართლოს კონტროლი დათმოს?ეს ხომ შეუძლებელია“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლებასთან შესაძლო დიალოგის თაობაზე იქნება პირობები, ეს უნდა იყოს იმდენად კონკრეტული, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანოს და არა ილუზია შემქმნას.

„სანამ რეჟიმი შეტევაზეა და ამბობს, მტერი ხართ ყველა: დასავლეთი, ოპონენტი, მედია, სახალხო დამცველი, სამოქალაქო საზოგადოება, ამ დროს ციებ-ცხელებასავით თხოვნა, რომ მოდი, ახლა ვილაპარაკოთ, ვითანამშრომლოთ, ეს მათ პროპაგანდას აძლიერებს. ეს მოლაპარაკებები რაღაც კონკრეტულ ამოცანას უნდა ემსახურებოდეს და არა იმას, თავი იმართლოს რომ რაღაცას აკეთებს. მითუმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტერი გეგმაზომიერად განადგურებაზე მუშაობს, ამ დროს არ შეიძლება 2 დღეში ერთხელ ამბობდე, რომ თანამშრომლობის შანსს ხედავ, როცა ეს შანსი არ არსებობს. თუ დავინახავთ, რომ გარდატეხა მომხდარია და მილევის რეჟიმშია ივანიშვილის ხელისუფლება, მაშინ შეიძლება პრაგმატულად ვისაუბროთ იმაზე, როგორც გავაცილოთ მშვიდობიანად ისე, რომ ქვეყანა ნაკლებად დააზიანოს, ოღონდ ეს ახლა ასე არ არის“,-განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა