რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს და რუსეთის ფედერაციაში მისი მოქმედება აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის უზენაესი სასამართლო სარჩელს 26 მაისს განიხილავს.

„ინტერფაქსს“ აღნიშნული ინფორმაცია უზენაეს სასამართლოშიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართება.

„ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვა უკრაინის სამხედრო ნაციონალისტური გაერთიანება „აზოვის“ ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი მოქმედების აკრძალვის შესახებ 26 მაისს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის არის ჩანიშნული რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები