შარლ მიშელი - ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან - ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს.

ბრიუსელში შეხვედრის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს.

"ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს",- წერს შარლ მიშელი.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დღეს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა