გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია - ვცადოთ და წავიყვანოთ

ვხედავ, რომ ჩემი შვილი უარესადაა, ვიდრე ადრე იყო - ექიმები თითქოს ყველაფერს უკეთებენ, ძალიან ცდილობენ, მაგრამ ვცადოთ და წავიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალასანია ამბობს, სააკაშვილს კლინიკაში ყველაფერს უკეთებენ, რაც შესაძლებელია და თავად პაციენტიც კმაყოფილია, თუმცა ვერ ჭამს და მდგომარეობა მძიმეა. ალასანიას თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაა.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მაქვს. თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმებიც მომეწონა, ძალიან კარგი პერსონალია. ვფიქრობ, ყველაფერს სწორად უკეთებენ. მაგრამ ბევრი დიაგნოზია და ნელ-ნელა იმიტომ კეთდება. დრო სჭირდება. პრობლემა ისაა, რომ ვერ ჭამს.

საშინელი სისუსტე აქვს. ადამიანს ფერი არ აქვს. ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოფიტულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუარესებული მდგომარეობა აქვს, თავად ექიმებიც ამბობენ. ნევროპათოლოგის აზრით, მდგომარეობა გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა გორის ჰოსპიტალში“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა