ანა დოლიძე - არავის უნდა მივცეთ საშუალება, „ფოკუზები“ ატარონ, ხალხის ბედით ითამაშონ და მომავალი წაგვართვან, ვგულისხმობ ევროკავშირის კანდიდატობას - ეს არის ფაქტორი, რომლის დაჩრდილვაც სურდათ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით

არავის უნდა მივცეთ საშუალება, „ფოკუზები“ ატარონ, ხალხის ბედით ითამაშონ და მომავალი წაგვართვან, ვგულისხმობ ევროკავშირის კანდიდატობას - ეს არის ფაქტორი, რომლის დაჩრდილვაც სურდათ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით,- ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, პოლიტიკოსების ამოცანა უნდა იყოს, რომ ხელისუფლებას „არ გადავახვევინოთ ევროპულ დღის წესრიგს“.

„ადრე ვსაუბრობდით გიგი უგულავაზე, მერე ვსაუბრობდით მელიაზე, შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე, ახლა გვარამიაზე. როდემდე უნდა გაგრძელდეს?! ერთადერთი გამოსავალი არის, გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე და ეს გამოსავალი „ნაციონალებსაც" აწყობთ. ავაშენოთ ახალი პარტიები ამ ორ პოლუსს მიღმა და მძევლად აყვანილი ქვეყანა გავათავისუფლოთ ამ ორ პარტიას შორის ორთაბრძოლისგან. კონტექსტი არის ის, რომ მორიგ ჯერზე, ხელისუფლებისთვის საინტერესო ფიგურა დაიჭირა პროკურატურამ, სააკაშვილის თემამ ჩაიწია ქვევით, დაბრუნდა უკრაინის თემა, სოციალური საკითხები, ხალხი დარდობს ფასებზე. ახლა რა ვქნათ, აგერ არის გვარამია. გამოუშვებენ გვარამიას, დაიჭერენ სხვა ვინმეს.

ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანა უნდა იყოს, არ გადავახვევინოთ ევროპულ დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი ხალხის მონაპოვარი, ეს ფანჯარა, რომელიც ჩვენს წინაშეა. არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ აქ ფოკუზები ატარონ, აქ ხალხის ბედით ითამაშონ და მომავალი წაგვართვან, ვგულისხმობ ევროკავშირში კანდიდატობას. ეს არის ის ფაქტორი, რომლის გადაფარვაც, დაჩრდილვაც სურდათ ნიკა გვარამიას დღეს დაპატიმრებით. ყოველ 6 თვეში ჩვენ ახალი პატიმარი გვყავს, ეს სულ ასე იქნება, რადგან დღის წესრიგი, რომლითაც ეს პარტია ხალხს წინ წაიყვანს, ეს დღის წესრიგი არ აქვს. ერთადერთი ამოცანა აქვს, ამ რაღაცებზე გაჭორაოს, ტყვეები აიყვანოს. თუ ვინმე გასასამართლებელი იყო, 2012, 2013, 2014 წლებში რას აკეთებდა ეს ხალხი?!“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა