ანდრეი ბილეცკი "აზოვსტალზე" - გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში - ყველაფერი კარგად იქნება

„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ დამცველებთან კავშირზე იმყოფება და ითხოვს, პოლკის ევაკუაციის მსვლელობის კომენტირება არ მოხდეს. ამის შესახებ ის „ტელეგრამ არხზე“ წერს.

მისი თქმით, 2-3 დღეში თავად გარნიზონი განაცხადებს ოპერაციის მიმდინარეობაზე.

„82 დღეა ბიჭები იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს, სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის - საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვების პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უნდა შევიდეს სამხედრო სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას. ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება "აზოვსტალში", ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს მთელ მსოფლიოს გაუზიაროს - დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , - აცხადებს ბილეცკი.

ბილეცკის თქმით, გარნიზონი ადგილზეა.

„ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშია. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!",- აცხადებს ის.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში