ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას დაკავებაზე - ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როცა სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი, როცა ყველა საქმის პოლიტიზირება ხდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით „პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია".

ოხანაშვილი მოუწოდებს ნიკა გვარამიას ადვოკატებს, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თუ არ ეთანხმებიან.

„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა როდესაც კონკრეტული პირი ჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება, როგორიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

თუ ვინმე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, არსებობს გასაჩივრება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია. ვერავის განცხადება ვერ შეცვლის იმას, რომ თუ პირი რამეს დაარღვევს, სამართლებრივი რეაგირება იქნება. ვერ დაასახელებთ, ევროპულ სამართლებრივ სახელმწიფოში ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, იცით, რა კონკრეტულ სფეროს თუ წარმოადგენს, არ შეიძლება მასზე შეხება“, - აღნიშნავს ოხანაშვილი.

ამასთან, ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარტნიორებს არ უღიარებიათ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური ნიშნების არსებობა.

„ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როდესაც სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი და იერიში. ევროპულ ინტერესებს აზიანებს, როდესაც ყველა საქმის პოლიტიზირება ხდება. ევროპული ინტერესების შესაბამისია, როდესაც ადამიანი ჩადის დარღვევას და მასზე სამართლებრივი რეაგირებაა",-აღნიშნავს ოხანაშვილი.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა