გიგა ბოკერია - ნიკა გვარამიას დაკავება იმდენად აშკარა შემთხვევაა, რომ მყისიერად მიეცა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმის შეფასება

გვარამიას საქმე უტიფრად არის შეკერილი, ივანიშვილმა ამით განაცხადი გააკეთა, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოების დემორალიზებისთვის ყველაფერი შეუძლია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია იმდენად აშკარაა, რომ „საერთაშორისო ორგანიზაციების სწრაფი რეაგირება მოჰყვა და მყისიერად მიეცა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული - ანუ პოლიტიკური პატიმრობის შეფასება".

„გვარამიას საქმე უტიფრად არის შეკერილი, ივანიშვილმა ამით განაცხადი გააკეთა, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოების დემორალიზებისთვის ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ამ განაცხადს ფასი არ აქვს. იმდენად აშკარა შემთხვევაა, რომ ასეთი სწრაფი რეაქცია მოჰყვა, რაც არ არის ხშირი ხოლმე იმ ტიპის ორგანიზაციისგან, როგორიც არის „ამნესტი ინტერნეიშენალი“, რომ მყისიერად მიეცა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ანუ პოლიტიკური პატიმრობის შეფასება. ოფიციალურად როგორც არის წარმოდგენილი საქმე, თავად წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთით გაკეთებული ამბავი“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს