არმაზ ახვლედიანი - ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ მხნედ, არამედ მშვიდად დამხვდებოდა

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მე ნიკა გვარამია არა უბრალოდ მხნედ, არამედ მშვიდად დამხვდებოდა - მისი პოზიცია არის ასეთი: აქ საუბარი არ არის ნიკა გვარამია რამდენ დღეს, თვეს თუ წელს იქნება ამ დაწესებულებაში, არამედ საუბარია იმაზე, თუ რამდენი დღე, თვე და წელი იქნება საქართველო უსამართლობის წყვდიადში, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე საქართველოში ოპონენტების იმის გამო დასჯა არ დასრულდება, რომ ისინი კრიტიკულები არიან, მანამ საქართველოს არ აქვს შანსი, რომ ნორმალური ქვეყანა იყოს.

„საქმე ისაა, რომ არ შეიძლება შენ მხოლოდ იმის გამო გსჯიდნენ, რომ კრიტიკული ხარ. სანამ საქართველოში ოპონენტების დასჯა არ დასრულდება იმის გამო, რომ ისინი კრიტიკულები არიან, ისინი გამხელენ, ვფიქრობ, რომ მანამ საქართველოს არავითარი შესაძლებლობა, არავითარი შანსი არ აქვს, რომ ნორმალური ქვეყანა იყოს. არც ევროპული, არც არანაირი. ამიტომაც ახლა ჩემი და ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ეს დავასრულოთ. დღეს გვარამიაა ამ დღეში, სხვებიც არიან, სხვა დროს კიდევ სხვები იყვნენ, მაგრამ სადღაც წერტილი ხომ უნდა დავსვათ. ნიკა გვარამიას ეს სიმშვიდეც და მისი პროცესის ლოგიკურად აღქმა, როგორც ყოველთვის, მე იმის თქმის უფლებას მაძლევს, რომ ერთი მხრივ, ნიკა ამ განსაცდელის ძალიან ღირსეულად გადატანას შეძლებს, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო ამ განსაცდელიდან ღირსეულად გამოვა," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა